AS – ჟოზე მოურინიომ „რეალს“ თავისი სამსახური შესთავაზა #1TVSPORT

21:15, 22.04.2026

პორტუგალიელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას და აცნობეს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის „ბენფიკასთან“ მიმდინარე ხელშეკრულებაში არსებობს სპეციალური პუნქტი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ. ეს ნაბიჯი მიუთითებს მოურინიოს მზადყოფნაზე, მიიღოს ახალი გამოწვევა „სანტიაგო ბერნაბეუზე“. ამის შესახებ წერს გაზეთი AS-ი.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიომ ცოტა ხნის წინ ჩაიბარა ლისაბონის „სპორტინგი“, „რეალში“ დაბრუნების პერსპექტივა ლეგენდარული სპეციალისტისთვის მომხიბვლელი ჩანს. მადრიდში წინა ყოფნის პერიოდში პორტუგალიელმა მოიგო ლა ლიგა, ესპანეთის თასი და ესპანეთის სუპერთასი. ასევე, ის 2011 წელს ფიფა-ს ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

მსგავსი