ჟოზე მოურინიომ „მანჩესტერში“ ტრანსფერებზე 358,8 მილიონი ფუნტი დახარჯა
ბრიტანულმა გაზეთმა DailMail-მა იმ ტრანსფერების სია შეადგინა, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობისას განხორციელდა. ლაპარაკია შეძენილ ფეხბურთელებზე.
აღმოჩნდა, რომ 2016 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, „მანჩესტერმა“ 11 ფეხბურთელი შეიძინა და ჯამში 358,8 მილიონი ფუნტი გადაიხადა. აი, ეს სია:
ერიკ ბაი (მცველი, ვილიარეალი) – 30 მლნ ფუნტი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი (თავდამსხმელი, პსჟ) – თავისუფალი აგენტი
ჰენრიხ მხითარიანი (ნახევარმცველი, დორტმუნდი) – 26.3 მლნ ფუნტი
პოლ პოგბა (ნახევარმცველი, იუვენტუსი) – 89 მლნ ფუნტი
ვიქტორ ლინდელოფი (მცველი, ბენფიკა) – 31 მლნ ფუნტი
რომელუ ლუკაკუ (თავდამსხმელი, ევერტონი) – 75 მლნ ფუნტი
ნემანია მატიჩი (ნახევარმცველი, ჩელსი) – 40 მლნ ფუნტი
ალექსის სანჩესი (თავდამსხმელი, არსენალი) – გაცვლა
დიოგო დალოტი (მცველი, პორტუ) – 19 მლნ ფუნტი
ფრედი (ნახევარმცველი, შახტარი) – 47 მლნ ფუნტი
ლი გრანტი (მეკარე, სტოკი) – 1.5 მლნ ფუნტი
პორტუგალიელმა ორწლინახევრის განმავლობაში, სამი ტიტული მოიგო: ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპის ლიგა.