ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტის შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო #1TVSPORT

23:45, 15.05.2026

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მადრიდის „რეალთან“ შესაძლო კონტაქტსა და შეთანხმებაზე გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიო „რეალში“ დაბრუნებასთან ახლოსაა, მხარეებმა თითქმის ყველა დეტალი შეათანხმეს და ოფიციალური განცხადებისთვის მხოლოდ სეზონის დასრულებას ელოდებიან.

„„ბენფიკამ“ ახალი კონტრაქტი ჩემს აგენტს, ჟორჟე მენდეშს გაუგზავნა, თუმცა მისი განხილვა და დეტალურად გაცნობა არ მსურს. ამას მხოლოდ მომდევნო კვირაში გავაკეთებ, როდესაც სეზონის ბოლო მატჩს ჩავატარებთ.

„რეალთან“ კონტაქტი? არა, ჩემი აგენტი მხოლოდ „ბენფიკას“ წარმომადგენლებს შეხვდა და მითხრა, რომ კლუბმა ახალი ხელშეკრულება შემოგვთავაზა. ესპანურ კლუბთან დაკავშირებით ჩემამდე არანაირი ინფორმაცია არ მოსულა. რომც მოსულიყო, პასუხი იგივე იქნებოდა – მომავალზე ფიქრს სეზონის დასრულების შემდეგ დავიწყებ“, – განაცხადა მოურინიომ.

მსგავსი