ჟოზე მოურინიომ გაიხსენა მატჩი, რომლის შემდეგაც კარიერაში პირველად და ერთადერთხელ იტირა
ჟოზე მოურინიომ გაიხსენა მატჩი, რომლის შემდეგაც კარიერაში პირველად და ერთადერთხელ იტირა

„ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გაიხსენა წაგება, რომლის შემდეგაც მან ერთადერთხელ იტირა კარერაში. ეს მადრიდის „რეალის” მწვრთნელობისას მოხდა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ძლიერი ემოცია განიცადა 2011-12 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის” წინააღმდეგ ნახევარფინალის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ მადრიდულმა კლუბმა მიუნხენელებთან პენალტების სერიაში წააგეს (3:3, პენალტებით – 1:3).

„ეს ფეხბურთია. რონალდო, კაკა, რამოსი – სამი მონსტრი, რომელიც არასოდეს იწვევდა ეჭვს, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. იმ ღამით, ერთადერთხელ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში, მატჩის შემდეგ ვიტირე. კარგად მახსოვს ეს. თანაშემწე აიტორ კარანკასთან ერთად ჩემს სახლთან გავჩერდით და მანქანაში ვიტირეთ. ძალიან მძიმე იყო, რადგან იმ სეზონში საუკეთესოები ვიყავით”, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები გაზეთ „მარკას”.