ჟოზე მოურინიო ზაფხულში შეიძლება პორტუგალიის ნაკრებში დანიშნონ #1TVSPORT

13:13, 20.04.2025

თურქული „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ისევ მოექცა ყურადღების ცენტრში – ამჯერად პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან. CNN Portugal-ის ინფორმაციით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ უკვე დაამყარა კონტაქტი სპეციალისტთან და განიხილავს მის კანდიდატურას ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი რობერტო მარტინესი ერთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებს პოსტს. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია მის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი სწორედ მოურინიო გახდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, 62 წლის მოურინიომ უარყო ბრაზილიის ნაკრებიდან შეთავაზება.

მსგავსი