ჟოზე მოურინიო - უესლი სნეიდერი და ეტო'ო ოქროს ბურთს იმსახურებდნენ
ჟოზე მოურინიო - უესლი სნეიდერი და ეტო'ო ოქროს ბურთს იმსახურებდნენ

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც წარსულში „ინტერის“ მწვრთნელი იყო, ამბობს, რომ მილანური გუნდის ყოფილი ფეხბურთელები სამუელ ეტო’ო და უესლი სნაიდერი „ოქროს ბურთის“ აღებას იმსახურებდნენ.

„უცნაურია, რომ სამუელმა ერთხელაც ვერ მიიღო „ოქროს ბურთი“. უესლი სნაიდერიც არაჩვეულებრივი იყო 2009-10 წლების სეზონში. წარმოიდგინეთ, ერთ წლიწადში მან სამი ტიტული მოიგო – სერია ა, იტალიის თასი და ჩემპიონთა თასი – და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. მიუხედავად ამისა, ეს ბიჭები პრეტენდენტთა სამეულშიც კი ვერ მოხვდნენ. ერთადერთი, რაც მათ მიიღეს, წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა იყო“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები „ათლეტიკს“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა სამეულში მოხვდნენ „ბარსელონას“ ფეხბურთელები ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა და ჩავი ერნანდესი, უესლი სნეიდერმა კი მეოთხე ადგილი დაიკავა.