ჟოზე მოურინიო უახლოეს საათებში „ბენფიკას“ მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო უახლოეს საათებში „ბენფიკას“ მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

ჟოზე მოურინიო „ბენფიკას“ ახალ მთავარ მწვრთნელად ინიშნება.

როგორც პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, ლეგენდარულმა სპეციალისტმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები ლისაბონურ კლუბთან. მხარეები უახლოესი ორი დღის განმავლობაში გააფორმებენ ხელშეკრულებას.

„„ბენფიკაში“ მკითხეს, დაინტერესებული ვარ თუ არა თანამშრომლობით. მე ვუპასუხე, რომ პორტუგალიაში დაბრუნების შემდეგ განვიხილავდი ამ საკითხს.

ხოლო როცა „ბენფიკას“ გაწვრთნა შემოთავაზეს, არც კი დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე: „დიახ, მინდა. ჩემთვის საინტერესოა“. რომელი მწვრთნელი იტყვის უარს „ბენფიკაზე?“ მე ნამდვილად არა“, – კომენტარი გაუკეთა მომავალ დანიშვნას მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკამ“ 17 სექტემბერს დაითხოვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრუნო ლაჟე, როცა ლისაბონელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში შინ 2:3 წააგეს „ყარაბახთან“.