„ლიდს იუნაიტედი“ იწყებს მუშაობას მთავარი მწვრთნელის შესაძლო შეცვლაზე. პრემიერლიგის კლუბი განიხილავს ჟოზე მოურინიოს ან ნუნუ ეშპირიტუ სანტუს დანიშვნას, – ამის შესახებ წერს ინტერნეტგამოცემა TEAMtalk-ი.
წყაროს ცნობით, ამ სპეციალისტებს წინადადებით მიმართავენ იმ შემთხვევაში, თუ პოსტიდან დაითხოვენ გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს დანიელ ფარკეს.
იტყობინებიან, რომ „ლიდსის“ ამერიკელი მფლობელები შიშობენ, რომ ფარკეს არ შეუძლია, პრემიერლიგაში ადგილი შეუნარჩუნოს კლუბს. ახალ სეზონში სამი ტურის შემდეგ „ლიდსი“ ოთხი ქულით მე-12 ადგილზეა.
ფარკე „ლიდს იუნაიტედს“ 2023 წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს და გასულ სეზონში ჩემპიონშიფი მოიგო, რითიც გუნდს პრემიერლიგის საგზური მოაპოვებინა.