ჟოზე მოურინიო საკუთარ გუნდში მოღალატეს ეძებს
ჟოზე მოურინიო საკუთარ გუნდში მოღალატეს ეძებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ კლუბში შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გაჟონა გუნდის შემადგენლობამ „ჩელსისთან“ მატჩისთვის.

როგორც „დეილი მეილი“ (Daily Mail) წერს, მოურინიო ძალიან განრისხდა, როცა შაბათს დილით აღმოაჩინა, რომ მისი გუნდის შემადგენლობა და ტაქტიკური სქემა ინტერნეტში იყო გამოქვეყნებული. „ჩელსისთან“ სასტარტო შემადგენლობა იცოდნენ მხოლოდ „იუნაიტედის“ ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა. ახლა, პორტუგალიელს სურს გაარკვიოს, ვინ გასცა საიდუმლო ინფორმაცია.

„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის მატჩი 2:2 დასრულდა. ლონდონელებმა ანგარიში 96-ე წუთზე გაათანაბრეს.