ჟოზე მოურინიო - „რეალში“ ან „ინტერში“ დაბრუნება დიდი პატივი იქნება ჩემთვის
ჟოზე მოურინიო - „რეალში“ ან „ინტერში“ დაბრუნება დიდი პატივი იქნება ჩემთვის

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ თავის მომავალზე ილაპარაკა.

„არ ვაპირებ პორტუგალიაში დაბრუნებას. „ბენფიკა“ არ არის ჩემთვის მისაღები ვარიანტი. „რეალში“ ან „ინტერში“ დაბრუნება დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის. როცა მწვრთნელი ან მოთამაშე ბრუნდება კლუბში, ეს ნიშნავს, რომ მას ამ გუნდისთვის რაღაც პოზიტიური აქვს გაკეთებული. მაშინ სწორედ ასე ვგრძნობდი თავს, როცა ხელმეორედ ჩავიბარე „ჩელსი“.
ახლა მაქვს მოდუნებისა და ლოდინის საშუალება, შემიძლია კრიტიკულად შევაფასო საკუთარი თავი და მშვიდად გავაანალიზო ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გადამხდა თავს. ამ გზით მოვემზადები ჩემი კარიერის მომდევნო ეტაპისთვის“, – ამბობს მოურინიო.

პორტუგალიელი ცოტა ხნის წინ დაითხოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. ის ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეცვალა, რომელსაც ხუთიდან ხუთი მოგება აქვს.