ჟოზე მოურინიო - პორტუგალიაში კარიერის პიკზე დავბრუნდები #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო - პორტუგალიაში კარიერის პიკზე დავბრუნდები #1TVSPORT

თურქული „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ პორტუგალიაში დაბრუნება აქვს განზრახული. 62 წლის სპეციალისტი სამშობლოში „ლეირიასა“ და „პორტუს“ ავარჯიშებდა, ასევე ბოლო პერიოდში აქტიური ლაპარაკი მიდიოდა მოურინიოს პორტუგალიის ნაკრებში დანიშვნის შესახებ.

„მე ნამდვილად დავბრუნდები პორტუგალიაში. ეს ჯერ არ მომხდარა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. არა იმიტომ, რომ თითქოს კარიერის დასასრულს ვგრძნობ, სულაც არა, ამისგან ჯერ შორს ვარ.

არ მინდა დავბრუნდე პორტუგალიაში კარიერის ბოლო წლებისთვის. მე მინდა დავბრუნდე იქ კარიერის პიკზე“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები გამოცემა Portuguese Soccer-ს.