ჟოზე მოურინიო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT

„ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო „გალათასარაისთან“ სტამბოლური დერბის შემდეგ, – წერს თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურის მატჩი 25 თებერვალს გაიმართა „გალათასარაის“ მოედანზე და ნულოვანი ფრით დასრულდა. მატჩის შემდეგ მოურინიომ რამდენიმე რეზონანსული განცხადება გააკეთა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მეტოქის სათადარიგოთა სკამზე შეუფერებლად იქცეოდნენ („დახტოდნენ, როგორც მაიმუნები“). ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი მატჩის შემდეგ სამსაჯო ოთახში შევიდა და მადლობა გადაუხადა სლოვენიელ არბიტრს, სლავკო ვინჩიჩს, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მატჩზე თურქ მსაჯს რომ ემუშავა, „კატასტროფა იქნებოდა“.

„გალათასარაიმ“ მოურინიოს რასიზმში დასდო ბრალი და გამოაცხადა, რომ საჩივარს შეიტანს მწვრთნელის წინააღმდეგ უეფა-სა და ფიფა-ში.