ჟოზე მოურინიო – „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო სკუდეტო და მათ ვულოცავ #1TVSPORT

22:14, 28.01.2023

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ვადაზე ადრე მიულოცა „ნაპოლის“ სერია A-ში გამარჯვება – ჩემპიონატის დასრულებამდე 19 ტურით ადრე „ნაპოლი“ 12-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს გათამაშების ცხრილში.

კვირას, 29 იანვარს „ნაპოლი“ და „რომა“ ნეაპოლში ხვდებიან ერთმანეთს სერია A-ს მე-20 ტურში.

„მე ვამბობ, რომ „ნაპოლიმ“ უკვე მოიგო სკუდეტო, დამსახურებულად, ამიტომაც ვულოცავ.

ეს შესანიშნავი გუნდია ბრწყინვალე მწვრთნელით, ისინი უახლოეს მდევარს 12 ქულით უსწრებენ და ვერავინ შეძლებს მათ შეშინებას. სკუდეტო მათ ეკუთვნით“, – მოჰყავს მოურინიოს სიტყვები სააგენტო „როიტერს“.

მსგავსი