ჟოზე მოურინიო - მინდა თუ არა, რომ გუნდში ბეილი მყავდეს? მაგაზე პასუხი მშვენივრად იცით
ჟოზე მოურინიო - მინდა თუ არა, რომ გუნდში ბეილი მყავდეს? მაგაზე პასუხი მშვენივრად იცით

გარეთ ბეილმა და ჟოზე მოურინიომ კომპლიმენტები გაცვალეს. უელსელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პორტუგალიელის „ტოტენჰემში“ მისვლა კარგი ამბავია.

„მოურინიოს იქ მისვლა ძალიან კარგი ამბავია. ჩემის აზრით, ის ნამდვილი ჩემპიონია და „ტოტენჰემსაც“ სურს ტიტულების მოგება. ვერ წარმომიდგენია უკეთესი ტანდემი, ვიდრე მოურინიო და „ტოტენჰემი“, – განაცხადა ბეილმა, რაზეც პორტუგალიელმა რამდენიმე დღეში უპასუხა:

„ძალიან სასიამოვნოა და მადლობას ვუხდი ბეილს. არ ვიცოდი მისი ამ სიტყვების შესახებ და ძალიან მესიამოვნა“.

ამის შემდეგ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას დაუსვა შეკითხვა, სურდა თუ არა, რომ უელსელი მის გუნდში ეხილა.

„კარგი რა! მართლა არ იცით მაგაზე პასუხი?“ – უპასუხა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად ცოტა ხნის წინ დაინიშნა და პირველი დამი მატჩიდან ორი მოიგო, ერთში კი დამარცხდა.

დატოვე კომენტარი