ჟოზე მოურინიო - მინდა ივლისში დავბრუნდე
ჟოზე მოურინიო - მინდა ივლისში დავბრუნდე

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 2018 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია. ის არ ჩქარობდა ახალი კლუბის არჩევას, მაგრამ ახლა დაისვენა და მზად არის ზაფხულში დასაბრუნებლად.

„როცა „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ წავედი, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ივლისიდან მუშაობა მინდოდა. იმედია, მალე დავბრუნდები. მინდა ისეთ პროექტს ვუხელმძღვანელო, რომელიც ამაღელვებს“, – განაცხადა ჟოზემ არ-ემ-სისთან (RMC) კომენტარში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ მოურინიოს მიწვევის ვარიანტს განიხილავდნენ „მონაკო“, „ლიონი“, „სელტიკი“, „რომა“ და „ბაიერნი“.

56 წლის მოურინიოს ტიტულები მოუგია ყველა ქვეყანაში, სადაც უმუშავია: პორტუგალიაში, იტალიაში, ესპანეთსა და ინგლისში.

პორტუგალიელის ბოლო კლუბი იყო „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელთან ერთადაც ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი და ევროპის ლიგა აქვს მოგებული.