ჟოზე მოურინიო - მინდა, ერთ დღეს საფრანგეთში ვიმუშავო
ჟოზე მოურინიო - მინდა, ერთ დღეს საფრანგეთში ვიმუშავო

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ერთ მშვენიერ დღეს სურს რომელიმე ფრანგულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში. პორტუგალიელი სპეციალისტი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია და გასული კვირის ბოლოს საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონის მატჩს დაესწრო, რომელშიც ერთმა ნეთს ლილი და მონპელიე შეხვდნენ (0-0).

„საკუთარ თავს საფრანგეთში ვხედავ“, – უთხრა მოურინიომ ერთ-ერთ პორტუგალიურ გაზეთს, – „მე ვარ ადამიანი, ვისაც ოთხ სხვადასხვა ქვეყანაში უმუშავია და განსხვავებული კულტურები უყვარს. ბევრის სწავლა მსურს და ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ ლიგაში მუშაობა კარგი გამოცდილება იქნებოდა“.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში, მოურინიოს პორტუგალიაში, ესპანეთში, იტალიასა და ინგლისში უმუშავია.