ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო მწვრთნელია ფერგიუსონის ეპოქის დასრულების შემდეგ #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო მწვრთნელია ფერგიუსონის ეპოქის დასრულების შემდეგ #1TVSPORT

„რომას“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ESPN-მა „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო მწვრთნელად აღიარა გუნდში სერ ალექს ფერგიუსონის ეპოქის დასრულების შემდეგ.

პორტუგალიელმა, რომელიც „იუნაიტედში“ 2016 წლის მაისიდან 2018 წლის დეკემბრამდე მუშაობდა, ასეთი დახასიათება მიიღო: „ყველაზე წარმატებული მწვრთნელი ფერგის წასვლის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, მან ტიტულები მოიპოვა, თუმცა, ნაკლებად ღირებული“.

მეორე ადგილზე გავიდა ოლე-გუნარ სოლსკიაერი, რომელიც კვირას დაითხოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან. მესამეზეა ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი – ის „მანჩესტერში“ 2014-16 წლებში მუშაობდა.

ბოლო ადგილი დაიკავა დევიდ მოიესმა, რომელიც დღეს „ვესტ ჰემს“ ავარჯიშებს. „იუნაიტედში“ მან წელიწადზე ნაკლები იმუშავა – 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის აპრილამდე.