ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაითხოვეს
ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაითხოვეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ოფიციალურმა „ტვიტერმა“ დაწერა, რომ კლუბმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა ჟოზე მოურინიო.

„გვინდა, მადლობა გადავუხადოთ მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას ვუსურვებთ „მომავალში“, – წერია განცხადებაში.

ამ მომენტისთვის „მანჩესტერი“ მეექვსე ადგილზეა პრემიერლიგაში და ჩემპიონთა ლიგის ზონას 11 ქულით არის დაშორებული.

ცოტა ხნის წინ, მოურინიომ სერიოზული უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე შემადგენლობის გაძლიერებას. პრემიერლიგის ბოლო ტურში, „იუნაიტედი“ 1:3 დამარცხა „ლივერპულთან“.