ჟოზე მოურინიო – კრიშტიანოს გარეშე პორტუგალიის ნაკრები ჩვეულებრივი გუნდია #1TVSPORT
„ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ილაპარაკა პორტუგალიის ნაკრებში კრიშტიანო რონალდოს მნიშვნელობაზე.
საუდის არაბეთის „ალ-ნასრის“ ფორვარდმა გამოტოვა პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებების ამხანაგური მატჩი, რომელიც 0:0 დასრულდა.
„რონალდოს გარეშე პორტუგალია ჩვეულებრივი გუნდია. ხალხი მუდმივად ითხოვს, რომ არ გამოიძახონ ის ნაკრებში. აი, ამჯერად მან არ ითამაშა და შედეგი თავად ნახეთ. არანაირი ხიფათი. მეტოქეს არანაირი შიში არ ეტყობოდა. ეს იყო უბრალო გუნდი, რომელიც მექსიკის ნაკრების წნეხის ქვეშ მოექცა.
როცა რონალდო მოედანზეა, მეტოქე სიფრთხილეს იჩენს. მის არყოფნაში ისინი საერთოდ არ ფიქრობენ შიშზე“, – განაცხადა მოურინიომ.