ჟოზე მოურინიო - „ფენერბაჰჩეში“ მუშაობა შეცდომა იყო #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო - „ფენერბაჰჩეში“ მუშაობა შეცდომა იყო #1TVSPORT

პორტუგალიური „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა, როცა „ფენერბაჰჩეს“ წინადადებას დათანხმდა და სამუშაოდ თურქეთში გადავიდა.

„„ფენერბაჰჩეში“ მუშაობაზე თანხმობა შეცდომა იყო. ეს გუნდი არც კულტურულად და არც საფეხბურთო დონით ჩემთვის შესაფერისი არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, იქ ყოფნისას მაქსიმალურად ვიხარჯებოდი და გათავისუფლებაც მტკივნეულად მივიღე. ახლა კი „ბენფიკაში“ დაბრუნებით მართლაც ბედნიერი ვარ.

საშუალება მაქვს, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლუბს ვუხელმძღვანელო. ჩემთვის ეს გარემოებები იდეალური შესაძლებლობაა“, – აღნიშნა მოურინიომ.

62 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმა. მან კარიერის მანძილზე ორჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება „პორტუსა“ და „ინტერთან“ ერთად.

ჟოზე მოურინიო ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც უეფა-ს სამივე მნიშვნელოვანი საკლუბო ტურნირი (ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს-ლიგა) აქვს მოგებული სხვადასხვა გუნდთან ერთად.