ჟოზე მოურინიო - ედენ აზარი რეალ მადრიდში სათამაშოდ მზად არის
ჟოზე მოურინიო - ედენ აზარი რეალ მადრიდში სათამაშოდ მზად არის

ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ჩელსის ვარსკვლავ ედენ აზარს რეალ მადრიდში სათამაშოდ საჭირო ნიჭიც აქვს და ხასიათიც.

„აქვს მას საკმარისი ნიჭი, რომ რეალ მადრიდში ითამაშოს? აქვს. არის ის ისეთი პიროვნება, რომელიც „სუპერმძიმე“ თეთრ მაისურს ჩაიცვამს და ბერნაბეუზე მაყურებლის წინაშე ითამაშებს? არის“, – განაცხადა პორტუგალიელმა ესპანური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბელგიელმა ჩელსისთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები გადადო, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მისთვის კარი ღია იყოს, ლონდონელთა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ კი განაცხადა, რომ, თუ აზარი რეალ მადრიდში გადასვლით ბედნიერი იქნება, ესე იგი უნდა გადავიდეს.

დატოვე კომენტარი