ჟოზე მოურინიო - ძველ შეცდომებს აღარ დავუშვებ
ჟოზე მოურინიო - ძველ შეცდომებს აღარ დავუშვებ

„ტოტენჰემ ჰოტსპურის“ ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ აღარ აპირებს წარსულში დაშვებული შეცდომების გამეორებას. პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში მაურისიო პოჩეტინოს მაგივრად დაინიშნა და ამით 11-თვიანი უმუშევრობის პერიოდი შეწყვიტა.

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი პირველი პრეს-კონფერენციისას, მოურინიომ განაცხადა, რომ თავმდაბალი ადამიანია და ბოლო თვეების განმავლობაში თავისი კარიერა კარგად გააანალიზა.

„მივხვდი, რომ ბევრ რამეში ვცდებოდი“, – თქვა მოურინიომ, – „ძველი შეცდომების დაშვებას აღარ ვაპირებ. ახლებს აუცილებლად დავუშვებ, მაგრამ ძველებს – აღარ. ამ შესვენებამ ჩემზე ძალიან პოზიტიურად იმოქმედა. პირველი ზაფხული იყო, როდესაც არსად ვმუშაობდი და ეს სიტუაცია არ მომეწონა“.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო გასული წლის დეკემბერში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს და მას შემდეგ უმუშევარი იყო.