ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ინგლისის ჩემპიონატს „ლივერპული“ მოიგებს (ვიდეო)
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ინგლისის ჩემპიონატს აუცილებლად „ლივერპული“ მოიგებს.
„ჩემი გადმოსახედიდან, საჩემპიონო რბოლა დასრულებულია. თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა – მაგალითად, ტრავმების ეპიდემია, რომელიც „ლივერპულს“ გატეხს. ამ მომენტში კი „ლივერპული“ აწყობილ ფაზლს ჰგავს. გუნდი საკუთარი ფეხბურთელების პოტენციალს სრულად იყენებს“. – განაცხადა მოურინიომ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ინგლისის ჩემპიონატის მე-12 ტურში მთავარი კონკურენტი „მანჩესტერ სიტი“ დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 9 ქულით გადაასწრო.
„ლივერპულის“ უახლოესი მდევრები „ჩელსი“ და „ლესტერი“ არიან, რომლებსაც გვარდიოლას გუნდი 8 ქულით უსწრებს.
“I think it’s done.” 👀
Liverpool are the “complete puzzle” who will not relinquish their stranglehold on a first Premier League title, according to Jose Mourinho: https://t.co/rKUpJgqH8z pic.twitter.com/eW8ZmL6jRE
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) 11 November 2019