ჟოზე მოურინიო და მადრიდის „რეალი“ ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ #1TVSPORT
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ახალი სეზონიდან მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი იქნება, მხარეები ორწლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
როგორც რომანო წერს, მხარეებმა ყველა დეტალთან დაკავშირებით მოილაპარაკეს და კონტრაქტზე ხელის მოწერას ელოდებიან.
ჟოზე მოურინიო ბოლოს „ბენფიკაში“ მუშაობდა და გუნდთან ერთად პორტუგალიის ჩემპიონატის გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა.
მოურინიო „რეალში“ 2013 წლის შემდეგ ბრუნდება. მადრიდში გატარებულ სამწლიან პერიოდში მან გუნდთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო.
🚨 BREAKING: José Mourinho back to Real Madrid, HERE WE GO! 💣🤍
All terms have been verbally agreed between José Mourinho and Real Madrid, waiting to sign all documents.
Plan for initial two year deal, JM to travel to Madrid after Real-Bilbao game.
The Special One is back. pic.twitter.com/K267WgiqjC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 18, 2026