ჟოზე მოურინიო – ჩემი მოწოდებაა პორტუგალიის გაწვრთნა მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT
ჟოზე მოურინიომ მომავალში პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნის სურვილის შესახებ გამოაცხადა.
„პორტუგალიაში არ მიმუშავია 2004 წლის შემდეგ და არ მგონია, რომ ჩემს ქვეყანაში შეურიგდნენ იმას, რომ მე, პორტუგალიის გარდა, სხვა ქვეყნის ნაკრები ვავარჯიშო. ჩემი მოწოდებაა სანაკრებო ფეხბურთში – ვუხელმძღვანელო პორტუგალიის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე. არასოდეს განმიხილავს ბრაზილიის ნაკრების ვარიანტი.
ნაკრების მწვრთნელის რანგში ჩემი პირველი გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს პორტუგალიასთან. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ პროფესიონალი ვარ და შემიძლია, ნებისმიერი ეროვნული გუნდი გავწვრთნა, მაგრამ მაინტერესებს მხოლოდ ისინი, ვისთანაც რაღაც მაკავშირებს. ეს არის ბრაზილია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირების გამო; ინგლისი, იმიტომ, რომ იქ ჩემი სახლია; იტალია, სადაც რამდენიმე წელიწადი ვიმუშავე… მაგრამ ჩემი პირველი გამოცდილება ნაკრებში მუშაობის უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა „ფენერბახჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა.