ჟოზე მოურინიო - ჩემი ადგილი უმაღლესი დონის ფეხბურთშია
ჟოზე მოურინიო - ჩემი ადგილი უმაღლესი დონის ფეხბურთშია

ზუსტად ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჟოზე მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადააყენეს და პორტუგალიელმა ამ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა. მოურინიო აცხადებს, რომ მისი ადგილი უმაღლესი დონის ფეხბურთშია, სადაც აუცილებლად დაბრუნდება.

„მე მწვრთნელობა მსურს. ჩემი ადგილი უმაღლესი დონის ფეხბურთშია და იქ აუცილებლად დავბრუნდები. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ. უკვე დიდი ხანია, რაც ფეხბურთში ვარ, მაგრამ რამდენიმე კვირაში 56 წლის გავხდები და პენსიაზე გასვლა ჯერ ადრეა“, – განაცხადა მოურინიომ.

პორტუგალიელი სპეციალისტი „იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან 18 დეკემბერს, „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ გადააყენეს, როდესაც ქულების რაოდენობით გუნდი გასავარდნ ზონასთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე პირველ ადგილთან.