ჟოზე მოურინიო „ბენფიკაში“ დიდი ანგარიშით მოგებით დაბრუნდა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო „ბენფიკაში“ დიდი ანგარიშით მოგებით დაბრუნდა #1TVSPORT

ჟოზე მოურინიომ პირველი მატჩი მოიგო „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელის რანგში. პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში ლისაბონურმა გრანდმა სტუმრად 3:0 დაამარცხა „ავეში“.

პირველ ტაიმში ანგარიში გეორგი სუდაკოვმა გახსნა. მეორე ტაიმში პენალტი გამოიყენა ვანგელის პავლიდისმა, ბოლო გოლი კი 64-ე წუთზე ფრანიო ივანოვიჩმა გაიტანა.

ხუთი მატჩის შემდეგ 13 ქულით „ბენფიკა“ მეორე ადგილზეა. ექვს მატჩში 18 ქულით ჩემპიონატს „პორტუ“ ლიდერობს.

მოურინიომ „ბენფიკა“ 18 სექტემბერს ჩაიბარა – „ფენერბაჰჩედან“ გათავისუფლების მესამე კვირის თავზე. 62 წლის სპეციალისტი 2000 წელს ავარჯიშებდა ლისაბონურ კლუბს.