ჟოზე მოურინიო ახალ სკანდალში გაეხვა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო ახალ სკანდალში გაეხვა #1TVSPORT

თურქეთის სუპერლიგის 25-ე ტურში „გალათასარაიმ“ „ფენერბაჰჩეს“ უმასპინძლა. მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა.

მატჩის შემდეგ „ფენერბაჰჩეს“ პორტუგალიელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „გალათასარაის“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო შტაბის წევრების საქციელი დაგმო და ისინი მაიმუნებს შეადარა.

„მინდა, მსაჯს მადლობა გადავუხადო. იმ ეპიზოდზე, რომელზეც ვსაუბრობდი, სათადარიგოთა სკამზე „გალათასარაის“ წარმომადგენლები მაიმუნებივით დახტოდნენ. მსაჯი, რომ თურქი ყოფილიყო, ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელი, იუსუფ აქჩიჩეკი ბარათს პირველივე წუთებზე მიიღებდა და მისი შეცვლა მალევე მომიწევდა“, – განაცხადა მოურინიომ.

პორტუგალიელი მწვრთნელის განცხადების საპასუხოდ „გალათასარაიმ“ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელიშიც მოურინიოს სიტყვები თურქი ხალხის შეურაცხყოფად შეაფასა.