ჟოზე მოურინიო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT
ჟოზე მოურინიო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა „ფენერბახჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმ ინციდენტის გამო, რომელიც თურქეთის თასის მეოთხედფინალში მოხდა.

„გალათასარაისთან“ მატჩის შემდეგ, მოურინიომ ცხვირზე ხელი სტაცა „გალათასარაის“ დამრიგებელს ოქან ბურუქს, რომელიც მინდორზე დაეცა. ინციდენტი მთავარი არბიტრის თვალწინ მოხდა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ვერ შეძლებს თავისი გუნდის ხელმძღვანელობას 6 აპრილს „ტრაბზონთან“, 13 აპრილს „შივასთან“ და 20 აპრილს „ქაისერთან“. გარდა ამისა, 62 წლის სპეციალისტს დააკისრეს ფულადი ჯარიმის გადახდა 7.5 ათასი დოლარის ოდენობით.