ჟორჟინიომ „ჩელსის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
ჟორჟინიომ „ჩელსის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველს ჟორჟინიოს ლონდონური კლუბის დატოვება და იტალიის სერია A-ში დაბრუნება სურს. იტალიის ჩემპიონატში ის „ნაპოლიში“ თამაშობდა.

ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ჟორჟინიომ უკვე აცნობა თავისი სურვილის შესახებ „ჩელსის“ მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს. 30 წლის ნახევარმცველის მსურველთა შორისაა „იუვენტუსი“.

„ჟორჟინიოს ახლო ურთიერთობა აქვს თომას ტუხელთან, მაგრამ მისი კონტრაქტი 2023 წელს იწურება. მას და მის გარემოცვას იტალიაში დაბრუნება სურთ და, ჯერჯერობით, „იუვენტუსს“ ტრანსფერზე საუკეთესო შანსები აქვს“, – წერს სკირა.

2021-22 წლების სეზონში ჟორჟინიომ 39 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.