ჟორჟინიო პირადი ვიდეოშეტყობინებებისთვის ფანებისგან ფულს იღებს
ჟორჟინიო პირადი ვიდეოშეტყობინებებისთვის ფანებისგან ფულს იღებს

„ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო დარეგისტრირდა პლატფორმა Cameo-ზე, სადაც მომხმარებლები ცნობილ ადამიანებს პირადი ვიდეოშეტყობინებისთვის ფულს უხდიან.

იმისთვის, რომ ფეხბურთელისგან შეტყობინება მიიღოს, ნებისმიერმა მსურველმა უნდა გადაიხადოს 149 დოლარი. უნდა აღინიშნოს, რომ ჟორჟინიოს ერთი კვირის ხელფასი „ჩელსიში“ დაახლოებით 142.5 ათასს უტოლდება.

ჯერჯერობით, ფეხბურთელს Cameo-ზე ერთი გამოხმაურება აქვს. მომხმარებელმა ჯეფმა ჟორჟინიოს ვიდეოშეტყობინება ხუთი ვარსკვლავითთ შეაფასა და კომენტარი დატოვა: „მადლობა ყველას“.