ჟორჟინიო „არსენალში“ გადადის #1TVSPORT
ჟორჟინიო „არსენალში“ გადადის #1TVSPORT

„ჩელსის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. ცნობილი ჟურნალისტი წერს, რომ მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაფორმდება, მანამდე კი 31 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. სატრანსფერო თანხად 12 მილიონი ფუნტი სტერლინგი სახელდება.

ჟორჟინიო „ჩელსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა. 2022/23 წლების სეზონში მან ლონდონური კლუბის შემადგენლობაში 25 მატჩი გამართა და სამი გოლი გაიტანა. ჟორჟინიოს „ჩელსისთან“ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისის ბოლომდე აკავშირებს.