ჟორჟე ჟეზუსი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
ჟორჟე ჟეზუსი ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 70 წლის სპეციალისტის, ჟორჟე ჟეზუსის კანდიდატურას განიხილავს, – ინფორმაციას ESPN-ის ბრაზილიური ბიურო ავრცელებს.

აქამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის დამრიგებლად იტალიელი კარლო ანჩელოტის მიყვანას ცდილობდნენ. რამდენიმე წყაროს ცნობით, კონტაქტი მასთან ახლაც შედგა, თუმცა „რეალის“ მწვრთნელს კლუბის დატოვება არ სურს.

რაც შეეხება ჟეზუსს, პორტუგალიელი სპეციალისტი ამჟამად საუდის არაბათის ლიგის გუნდს, „ალ ჰილალს“ ავარჯიშებს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.

კარიერის მანძილზე ჟეზუსი 19 გუნდში მუშაობდა. ის ბრაზილიურ კლუბს, „ფლუმინენსესაც“ უძღვებოდა, რომელთან ერთადაც ბრაზილიის სერია A და სამხრეთ ამერიკის მთავარი საკლუბო ტურნირი, ლიბერტადორესის თასი მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორია. მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა 16 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ შვიდში გაიმარჯვა.