ჟორჟე ჟეზუში „ალ ნასრის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT
ჟორჟე ჟეზუში „ალ ნასრის“ მთავარი მწვრთნელი გახდება #1TVSPORT

პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟეზუში სამწვრთნელო კარიერას კვლავ საუდის არაბეთში გააგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი სანტი აუნა იუწყება, ჟეზუშმა „ალ ნასრისთან“ მიაღწია შეთანხმებას და უახლოეს დღეებში ოფიციალურად წარადგენენ ახალ მთავარ მწვრთნელად.

ჟორჟე ჟეზუში ბოლო პერიოდში „ალ ჰილალს“ წვრთნიდა და ადგილობრივი ლიგის ერთ-ერთ წარმატებულ სპეციალისტად ითვლება.

აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯს მხარი კრიშტიანო რონალდომაც დაუჭირა, რომელმაც „ალ ნასრისთან“ ახალი, ორწლიანი კონტრაქტი რამდენიმე დღის წინ გააფორმა.

ჟორჟე ჟესუსის მწვრთნელობის პერიოდში „ალ ჰილალმა“ აზიის ჩემპიონთა ლიგა და საუდის პრო ლიგა მოიგო.