ჟორჟე ჟესუსს კორონავირუსი აქვს

20:36, 17.03.2020

კორონავირუსზე ტესტმა, რომელიც „ფლამენგოს“ მთავარი მწვრთნელისგან ჟორჟე ჟესუსისან აიღეს, დადებითი შედეგი აჩვენა, – წერს ბრაზილიური კლუბის პრესსამსახური.

უფრო ადრე, ვირუსი დაუდგინდა „ფლამენგოს“ ვიცე-პრეზიდენტს მაურისიო გომეს დე მატუსს. ამ ამბიდან მოყოლებული, გუნდის ფეხბურთელები კარანტინში არიან, რადგან ვიცე-პრეზიდენტთან ჰქონდათ კონტაქტი. მათმა ტესტებმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა ჟესუსის ახალ ამბავს, გუნდის ბომბარდირი გაბრიელ ბარბოზა იყო. მან „ტვიტერზე“ მხარი დაუჭირა პორტუგალიელ სპეციალისტს.

მსგავსი