ჟორჟე ჟესუსი პორტუგალიის ნაკრებში დანიშვნაზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
ჟორჟე ჟესუსი პორტუგალიის ნაკრებში დანიშვნაზე მთავარი კანდიდატია #1TVSPORT

ჟორჟე ჟესუსი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ შეიძლება პორტუგალიის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს, – ამის შესახებ იტყობინება ESPN.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა საუდის არაბეთის „ალ-ნასრი“ 2025-26 წლების სეზონის შემდეგ დატოვა. ახლა ის მოლაპარაკებებს აწარმოებს ეროვნულ გუნდში დანიშვნაზე და ამ პოსტზე მთავარი კანდიდატია.

უფრო ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი დატოვებს პოსტს და შეიძლება „ალ-ნასრში“ დაინიშნოს.