ჟორჟე ჟესუსი „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდა
ჟორჟე ჟესუსი „ბენფიკას“ მთავარი მწვრთნელი გახდა

ლისაბონის „ბენფიკამ“ გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟორჟე ჟესუსის დაბრუნების შესახებ.

ამ მოვლენამდე ერთი დღით ადრე, 65 წლის სპეციალისტმა „ფლამენგო“ დატოვა, რომელსაც გასული წლის ზაფხულიდან ავარჯიშებდა და ექვსი ტიტულის მოგება მოასწრო, მათ შორის, ბრაზილიის ჩემპიონატის და კოპა ლიბერტადორესის.

ჟესუსი 2009-15 წლებში ავარჯიშებდა „ბენფიკას“. ლისაბონელებმა მისი ხელმძღვანელობით სამჯერ მოიგეს ქვეყნის ჩემპიონატი და ერთხელ ქვეყნის თასი.

„ბენფიკამ“ პორტუგალიის მიმდინარე ჩემპიონატში დაკარგა ტიტულის მოგებია შანსი, რადგან ჩემპიონობა უკვე გაიფორმა „პორტუმ“.