ჟოაო ნევეში დისკვალიფიკაციის გამო „პარი სენ-ჟერმენს“ „ტოტენჰემთან“ შეხვედრაში ვერ დაეხმარება #1TVSPORT
პორტუგალიელი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში „პარი სენ-ჟერმენს“ უეფა-ს სუპერთასის შეხვედრაში ლონდონის „ტოტენჰემთან“ დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარება, – ინფორმაციას ჟურნალისტი ფაბრის ჰოუკინსი ავრცელებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ჩელსისთან“ წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ის ასევე ვერ ითამაშებს საფრანგეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში, რომელსაც „პარი სენ-ჟერმენი“ „ნანტთან“ ჩაატარებს.
20 წლის ნახევარმცველი ფრანგული გუნდისთვის გასულ სეზონში ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო და France Football-მა ის „ოქროს ბურთის“ 30 ნომინანტს შორისაც დაასახელა. ჟოაო ნევეშმა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში ყველა ტურნირის ეგიდით 59 მატჩი ჩაატარა.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი 13 აგვისტოს იტალიის ქალაქ უდინეში გაიმართება.