ჟოაო კანსელო - პორტუგალიის ნაკრები რონალდოზე დამოკიდებული არაა #1TVSPORT
ჟოაო კანსელო - პორტუგალიის ნაკრები რონალდოზე დამოკიდებული არაა #1TVSPORT

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და „ბარსელონას“ მცველმა, ჟოაო კანსელომ გუნდში კრიშტიანო რონალდოს როლის შესახებ ისაუბრა. როგორც ის ამბობს, „ალ ნასრის“ ფეხბურთელი მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა პორტუგალიის ნაკრები მასზე დამოკიდებული არაა.

„რონალდო უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი და უდიდესი ფიგურაა. 15 წლის განმავლობაში ის და მესი მუდმივად „ოქროს ბურთის“ მოსაგებად იბრძოდნენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის კარიერის პიკში აღარაა.

პორტუგალიის ეროვნული ნაკრები რონალდოზე დამოკიდებული არაა. გუნდში ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა და ყურადღება მათ უნდა დავუთმოთ“, – განაცხადა კანსელომ.

პორტუგალიის ნაკრები მარტში შვედეთსა და სლოვენიასთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. 39 წლის რონალდო თამაშებისთვის ეროვნულ გუნდში მიიწვიეს.