ჟოაო ფელიქსს მსაჯის შეურაცხყოფისთვის 14-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსს მსაჯის შეურაცხყოფისთვის 14-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკომ“ ვერ შეძლო ლა ლიგას მე-5 ტურში „ბილბაოს“ დამარცხება – 0:0. შეხვედრა სკანდალით აღინიშნა. მადრიდელთა ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა, რომელიც მე-60 წუთზე შევიდა მოედანზე, შეხვედრის დასრულება ვერ შეძლო.

78-ე წუთზე 21 წლის ფელიქსმა ხელი აუქნია „ბილბაოს“ ფეხბურთელს, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო. პორტუგალიელს არ მოეწონა მსაჯის გადაწყვეტილება და მას შეშლილი უწოდა. არბიტრმა ფეხბურთელს მაშინვე მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ფელიქსი არ დაწყნარდა და შეურაცხმყოფელი ფრაზა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, მოდნიდან გასვლისას კი სარეკლამო ბანერს ფეხი მიარტყა.

ლა ლიგას რეგლამენტის თანახმად, მსაჯის შეურაცხყოფის გამო, ფელიქსს ოთხიდან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია ემუქრება.

2021-22 წლების სეზონი ჟოაო ფელიქსისთვის წარუმატებლად დაიწყო – 3 მატჩი, 0 შედეგიანი მოქმედება და ოთხი ყვითელი ბარათი.