ჟოაო ფელიქსს „ატლეტიკოდან“ წასვლა სურს, დიეგო სიმეონეც ეთანხმება ფეხბურთელის ტრანსფერს #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსს „ატლეტიკოდან“ წასვლა სურს, დიეგო სიმეონეც ეთანხმება ფეხბურთელის ტრანსფერს #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ნახევარმცველმა ჟოაო ფელიქსმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

AS-ის ჟურნალისტმა ხავიერ მატალიანასმა დაწერა, რომ თავად მოთამაშეს სურს მადრიდული კლუბიდან წასვლა. და იგივე უნდა გუნდის მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს.

ამასთან, პორტუგალიელის ტრანსფერის წინააღმდეგ გამოდის „ატლეტიკოს“ გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ ხილი.

ამ სეზონში ფელიქსმა 12 მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში, გაიტანა ორი გოლი და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.