ჟოაო ფელიქსმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი ესპანეთის ჩემპიონატის ორი მატჩით არის დისკვალიცირებული, – დაწერა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა.

21 წლის პორტუგალიელმა „ბილბაოსთან“ მატჩში ორი წუთის ინტერვალით ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. მან შეხვედრის არბიტრს ხილ მანსანოს „შეშლილი“ უწოდა, ბურთი ძლიერი დარტყმით ტრიბუნებზე გაუშვა და სარეკლამო ბანერს ფეხი მიარტყა.

ასეთი საქციელის გამო, სადისციპლინო კომიტეტმა ფელიქსს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ასე რომ, პორტუგალიელმა უკვე გამოტოვა „ხეტაფესთან“ სამშაბათის მატჩი და ასევე ვერ ითამაშებს მეშვიდე ტურში „ალავესის“ წინააღმდეგ.