ჟოაო ფელიქსმა ოპერაცია გაიკეთა და ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსმა ოპერაცია გაიკეთა და ორ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ჟოაო ფელიქსმა ხუთშაბათს ტრავმირებულ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა, – დაწერა გაზეთმა Marca-მ. მადრიდის „ატლეტიკოს“ 21 წლის ფეხბურთელს უკვე რამდენიმე თვეა აწუხებს ეს დაზიანება, თუმცა მაინც მიიღო მონაწილეობა ევრო 2020-ში.

ფელიქსი ბელგიასთან მერვედფინალში შეცვლაზე შევიდა მოედანზე და ისევ გრძნობდა დისკომფორტს. პორტუგალიის გავარდნის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელმა გადაწყვიტა მოეგვარებინა პრობლემა და ამისთვის ოპერაცია დასჭირდა. ელოდებიან, რომ აღდგენას ორი თვე დასჭირდება.

გასულ სეზონში ფელიქსმა „ატლეტიკოში“ 40 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი პასი შეასრულა.