ჟოაო ფელიქსი - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჟოაო ფელიქსი - ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ევროპა ლიგაზე ჰეთ-თრიკი შეასრულა

ლისაბონის ბენფიკას 19 წლის ფორვარდ ჟოაო ფელიქს სეკეირას 11 აპრილის საღამო სამუდამოდ დაამახსოვრდება: ევროპა ლიგის მეოთხეფინალურ მატჩში ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ მან სამი გოლი გაიტანა და ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მსგავსი შედეგი დააფიქსირა.

მატჩის მეოცე წუთზე მსაჯმა მოედნიდან სტუმართა ფეხბურთელი ევან ნდიჩკა გააძევა და თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ფელიქსმა უშეცდომოდ შეასრულა. ამის შემდეგ, აინტრახტმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო (ლუკა იოვიჩი), თუმცა ფელიქსმა ისევ გაიყვანა ბენფიკა წინ, მესამე გოლი კი რუბენ დიაშმა დაუმატა და მასპინძლებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს.

ამის შემდეგ ფელიქსმა თავისი მესამეც გაიტანა და მასპინძლები 4-1 დაწინაურდნენ, თუმცა გონსალო პასიენსიამ ანგარიში 4-2 გახადა და სტუმრებს განმეორებით მატჩამდე იმედი შეუნარჩუნა.