პორტუგალიელი თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი „ბენფიკაში“ დაბრუნებასთან ახლოსაა. ლისაბონის კლუბი მზადაა, მის სანაცვლოდ „ჩელსის“ 20-25 მილიონი ევრო გადაუხადოს.
პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის შემთხვევაში ფელიქსი „ბენფიკასთან“ კონტრაქტს 2030 წლის 30 ივნისის ჩათვლით გააფორმებს.
25 წლის ფეხბურთელი კარიერას ლისაბონურ კლუბში იწყებდა. მისი დებიუტი პირველ გუნდში 2018 წელს შედგა. 2019 წელს მის სანაცვლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ რეკორდული თანხა, 127 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ფელიქსს ესპანეთში წარმატებით არ უთამაშია.
კარიერის მანძილზე ის ასევე იცავდა „ბარსელონასა“ და „მილანის“ ღირსებას.