ჟოაო ფელიქსი კორონავირუსით დაავადდა
ჟოაო ფელიქსი კორონავირუსით დაავადდა

მადრიდის „ატლეტიკოს“ ფორვარდი ჟოაო ფელიქსი კორონავირუსით არის ავად. 21 წლის ფეხბურთელმა COVID-19-ზე დადებითი ტესტი ჩააბარა, – იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

პორტუგალიელი ფეხბურთელი საკუთარ სახლშია იზოლირებული – როგორც ამას ითხოვს ესპანეთის ჯანდაცვისა და ლა ლიგას პროტოკოლი.

ამ სეზონში ფელიქსმა ლა ლიგაში 18 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ფელიქსი გამოტოვებს მომდევნო შეხვედრას – 8 თებერვალს „სელტას“ წინააღმდეგ.