ჟოაო ფელიქსი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ნასრიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსი კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ნასრიში“ გააგრძელებს #1TVSPORT

ჟოაო ფელიქსი საფეხბურთო კარიერას საუდის არაბეთის ლიგის გუნდში, „ალ ნასრიში“ გააგრძელებს და კრიშტიანო რონალდოს თანაგუნდელი გახდება.

25 წლის პორტუგალიელი არაბულ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ალ ნასრიმ“ ფელიქსისთვის სატრანსფერო ბრძოლაში „ბენფიკა“ დაამარცხა.

ფელიქსი 2019 წელს მადრიდის „ატლეტიკომ“ „ბენფიკადან“ 127 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მას ესპანეთში შედეგიანი თამაში არ გამოუვიდა და იჯარის წესით „ჩელსიში“, „ბარსელონასა“ და „მილანში“ ითამაშა.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ეროვნული გუნდის რიგებში 45 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მან თავი ცხრა გატანილი გოლით გამოიჩინა.