პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველი ჟოაო ფელიქსი მადრიდის „ატლეტიკოში“ დაბრუნდება, – ამის შესახებ განაცხადა ესპანური კლუბის პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ.
„ჩვენ შეგვატყობინეს, რომ პოჩეტინო არ აპირებს ჟოაო ფელიქსზე აქცენტის გაკეთებას. ის ჩვენთან დაბრუნდება, ვნახოთ… ჩვენ არაფერს ვგეგმავდით“, – მოჰყავს სერესოს სიტყვები ჟურნალისტ ფაბრისიო რომანოს.
პორტუგალიელი „ჩელსის“ ამა წლის იანვარში იჯარის წესით შეუერთდა 2022-23 წლების სეზონის ბოლომდე. ლონდონურ კლუბს ჰქონდა ფელიქსის გამოსყიდვის უფლება, მაგრამ ამ პუნქტს არ აამოქმედებს.
„ჩელსის“ რიგებში ჟოაო ფელიქსმა 20 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა. სეზონის პირველ ნახევარში ნახევარმცველმა „ატლეტიკოში“ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ოთხი გოლი შეაგდო.