ჟოან ლაპორტას კუმანის შეცვლა აქვს ჩაფიქრებული  #1TVSPORT
ჟოან ლაპორტას კუმანის შეცვლა აქვს ჩაფიქრებული  #1TVSPORT

„ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა მთავარი მწვრთნელის შეცვლას ფიქრობს.

როგორც რადიოსადგური Cadena SER იტყობინება, ლაპორტას სურს რონალდ კუმანის ნაცვლად მიიწვიოს იულიან ნაგელსმანი, რომელიც ამ მომენტისთვის „ლაიპციგს“ ავარჯიშებს.

აღნიშნავენ, რომ „ბარსას“ პრეზიდენტი პატივისცემას გამოხატავს კუმანის მიმართ, მაგრამ მთავარ მწვრთნელად სხვა სპეციალისტი სურს. მას განსაკუთრებით ხიბლავს ნაგელსმანის კანდიდატურა.

ამასთან, ამტკიცებენ, რომ კუმანს აქვს თანამდებობის შენარჩუნების შანსი, თუ ამ სეზონში გუნდს ესპანეთის ჩემპიონობამდე მიიყვანს.

ადრე წერდნენ, რომ ნაგელსმანი ასევე პრეტენდენტია „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე.