ჟოან ლაპორტას განცხადებით, „ბარსელონა“ ჰანსი ფლიკთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს #1TVSPORT
„ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას თქმით, კლუბი მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს და ახალ ხელშერულებას ოფიციალურად მალე გააფორმებენ.
„ჩვენი მიზანია, ფლიკთან ხელშეკრულება 2028 წლამდე გავახანგრძლივოთ. ისიც მხარს გვიჭერს და უახლოეს პერიოდში შეთანხმებას ოფიციალურად გამოვაცხადებთ. ჰანსი აქ თავს ძალიან კარგად გრძნობს“, – ამბობს ლაპორტა.
თავის მომავალთან დაკავშირებით ფლიკმაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ „ბარსელონა“ მისი სამწვრთნელო კარიერის ბოლო გუნდი იქნება.
61 წლის გერმანელი სპეციალისტი ესპანური ფეხბურთის გრანდს 2024 წელს ჩაუდგა. მასთან ერთად „ბარსელონამ“ ოთხი ტიტული მოიგო.